„ლელოს“ საჩივარი
 „ლელო“ თეა წულუკიანსა და საგამოძიებო კომისიის სხვა წევრების გამოკითხვას ითხოვს. მათი განცხადებით, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები. ადვოკატის განცხადებით, თეა წულუკიანი და კომისიის სხვა წევრები ფლობენ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისთვის. „ძლიერი საქართველოს“ წევრების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახსნა-განმარტებაზე აღნიშნული პირები უარს იტყვიან, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მათ გამოკითხვას მოითხოვენ.