„ლელოს“ საარჩევნო კამპანია

ქუთაისში გამართა წინასაარჩევნო შეხვედრა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“. შეკრებილებს წარუდგინეს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ქუთაისში კენჭს ანა ნაცვლიშვილი იყრის. ზესტაფონის, ბაღდათის, ტყიბულისა და თერჯოლის ოლქში მანდატის მოპოვებას ანა ბიბილაშვილი შეეცდება. წყალტუბოს, ხონის, სამტრედიისა და ვანის მაჟორიტარი კანდიდატი თორნიკე ართქმელაძეა. ხარაგაულში, საჩხერესა და ჭიათურაში კენჭს ანი მიროტაძე იყრის. დღესვე წარადგინეს მერობის კანდიდატებიც. ხარაგაულში კენჭს მიხეილ ჭიპაშვილი იყრის. თერჯოლის მერობის კანდიდატი კი ნიკა მემანიშვილია. ლელომ მხარდამჭერებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. შეკრებილებს ინტერნეტ ჩართვით მიმართა პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. ის „კოვიდ-19“-ით არის ინფიცირებული და მკურნალობას კლინიკაში გადის.