„ლელოს“ რეზოლუციის პროექტი - პოლიტიკური შეფასებები

უკრაინაში მომხდარ უმძიმეს დანაშაულებზე მომზადებულ რეზოლუციას პარტია „ლელო“ ბიუროს უახლოეს სხდომაზე დააინფიცირებს. იდეის ავტორები საერთაშორისო საზოგადოებას ბუჩასა და სხვა მიმდებარე ქალაქებში გამოვლენილი სისასტიკის დაუყოვნებლივ გამოძიებასა და რუსეთის პირველი პირების მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას სთხოვენ. მიმართვის ადრესატია საქართველოს მთავრობაც, რომელსაც მოუწოდებენ, უკრაინის ხელისუფლებას 2008 წლის აგვისტოს ომზე წარმოებული საერთაშორისო სამართლებრივი დავის დროს მიღებული გამოცდილება გაუზიარონ. მმართველი გუნდი ინიციატივის განხილვას არ აპირებს.