„ლელოს“ რეგიონული ოფისი კახეთში

მამუკა ხაზარაძემ, კახეთში პირველი რეგიონული ოფისი გახსნა. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” რეგიონში რამდენიმე მთავარ ამოცანაზე იმუშავებს, მათ შორის არის ღვინის წარმოება, მევენახეთა შემოსავლიანობის გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და ღვინის ტურიზმის გაფართოების პერსპექტივა. რეგიონული ოფისი თელავში განთავსდა. პარტიის ლიდერმა,მამუკა ხაზარაძემ კახეთის რეგიონულ კოორდინატორად ექიმი-ნევროლოგი ვასილ კობიაშვილი წარადგინა.