„ლელოს“ ოფისი ბათუმში

მოძრაობამ „ლელო საქართველოსთვის“ – ბათუმში პირველი ოფისი გახსნა. აჭარის ორგანიზაციას ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს. მთავარ პრიორიტეტად, მოძრაობის ლიდერებმა, აჭარაში საზღვაო სფეროს განვითარება დაასახელეს. „ლელოს“ წარმომადგენლები აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ამახვილებენ ყურადღებას.

მოძრაობა „ლელო“, აჭარის მუნიციპალიტეტებში ოფისების გახსნას ეტაპობრივად გეგმავს.

დატოვე კომენტარი