„ლელოს“ მერობის კანდიდატის განცხადება

„ლელო“ კახა კალაძეს ტყუილში ადანაშაულებს. პარტიის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მოქმედი მერის მიერ წარდგენილი ელიავას ბაზრობის განვითარების პროექტის შესახებ დასაქმებულებისთვის ცნობილი არ არის. ანა ბიბილაშვილის განცხადებით, მსგავსი ცვლილებები უნდა შემუშავდეს უშუალოდ დასაქმებულებისა და მაცხოვრებლების ჩართულობით. ბრალდებას კახა კალაძემ არ უპასუხა.