„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ კიდევ ერთი რაიონული ორგანიზაცია გახსნა და ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი, ეკატერინე ქვლივიძე წარუდგინა, ის ხმების მოსაპოვებლად გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროში იბრძოლებს. შეხვედრაზე რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.