„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადება

პარტია „ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა.

საბა ბუაძე ოლიმპიური კომიტეტის ოფისთან მივიდა და ხვალ ჩანიშნული ყრილობის გადადება მოითხოვა. ბუაძე განმარტავს, რომ ყრილობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქარტიის წესებს. მისივე თქმით, პანდემიის გამო ოლიმპიადა გადაიდო და მოცემულ ვითარებაში არ არსებობს ყრილობის ჩატარების აუცილებლობა. ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტისთვის გაუგებარია პარტიის პოზიცია და მოთხოვნა. ელგუჯა ბეროშვილი განმარტავს, რომ დარღვევის შემთხვევაში არსებობს შესაბამისი ორგანიზაციები, რაც პოლიტიკური პარტიის გასარჩევი არ არის.