„ლელოს“ ლიდერთა შეხვედრა

„ექსპო-ჯორჯიაში“ „ლელო – ძლიერი საქართველო“ ლიდერთა სათათბიროს შეხვედრა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭო, საკრებულოს წევრებთან და პარტიის რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად, ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში პარტიის სამომავლო გეგმებზე, სტრუქტურულ განახლებასა და სამოქმედო სტრატეგიაზე მსჯელობს. ლიდერთა სათათბიროს შეხვედრას, 150 ადგილობრივი და რეგიონული ლიდერი ესწრება.
შეხვედრის დასასრულს პარტიის საგანგებო განცხადება გაკეთდება.