აწარმოებს თუ არა „ლელო“ წინა საარჩევნო კამპანიას – ამ კითხვას კოალიციაში პირდაპირ არ პასუხობენ, თუმცა დღეს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები ბათუმში კოალიციის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ.
პარტიის ლიდერები რეგიონებში მხარდამჭერებთან შეხვედრებს უკვე მეორე დღეა მართავენ. მათი თქმით, რეგიონალური კამპანიის მიზანი და ამოცანა ადგილზე მცხოვრებ მოქალაქეებთან მჭიდრო კოორდინაციაა. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი, საპროტესტო აქციები, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, პოლიტპატიმრების საკითხი, ჩასატარებელი სამუშაოები და შიდა და საგარეო ზეწოლის გაძლიერება – ეს არის შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემებია. ინფორმაციას და მასალას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.