„ლელოს“ ინიციატივა – გამოხმაურება
„ლელო“ ხელისუფლებას მასშტაბური ამნისტიის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
ლანა გალდავას განცხადებით, ეს უნდა გახდეს საზოგადოების შერიგების, პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვისა და ჰუმანური სახელმწიფოსკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მისივე ინფორმაციით ამ დროისთვის მსჯავრდადებულია 22 767 ადამიანი, ხოლო პატიმრობაშია 11 153 პირი და აუცილებელია პენიტენციური სისტემის სასწრაფო და ფუნდამენტური რეფორმა.
მოწოდებას გამოეხმაურა მმართველი გუნდი.