„ლელოს“ ინიციატივა

„ლელო“ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ბუჩასა და სხვა ქალაქებში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებთან, სისასტიკესთან და მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობასთან დაკავშირებით, 5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვს. პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის სტრატეგია და ტაქტიკა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა. მათი თქმით, რუსეთის ქმედება უკრაინაში ცალსახად წარმოადგენს ომის დანაშაულს.