„ლელოს“ ინიციატივა

მამუკა ხაზარაძის შეთავაზება ოპოზიციურ სპექტრს.

მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების წინ „ლელოს“ ლიდერი თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის წარდგენის იდეით გამოდის. მისი გეგმა არა რომელიმე პარტიის წარმომადგენლის, არამედ პოლიტიკისგან დისტანცირებული მეურნე ადამიანის შერჩევას და დედაქალაქის მაგალითზე კოალიციური მმართველობის მოდელის შექმნას გულისხმობს, რომელიც შესაძლოა სხვა რეგიონებზეც გავრცელდეს. წინადადებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებისთვის დამოუკიდებელი გეგმები აქვთ და ამ გეგმებში საერთო კანდიდატებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები არ შედის, ადრესატთა ნაწილმა კი ხაზარაძის ინიციატივა დაიწუნა.

ვინ უნდა იკავებდეს თბილისის მერის პოსტს, – პოლიტიკოსი თუ აპოლიტიკური მეურნე ადამიანი, – ამ საკითხმა ოპოზიციაში პოზიციები გაყო.

დატოვე კომენტარი