„ლელოს“ ინიციატივა

„ლელო“ ინიციატივით გამოდის, საერთო მაუწყებლის მიერ ორგანიზებულ დებატებში სახელისუფლო პარტიის კანდიდატების მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. პარტიის წევრებმა, ლევან კობერიძემ და კახა კოჟორიძემ პარლამენტში ინიცირებისთვის საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები წარადგინეს. კანონპროექტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ვალდებულება სულ მცირე ერთხელ უნდა შესრულდეს ყველა იმ საერთო მაუწყებლის მიმართ, რომელიც კანდიდატს პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვევს.