„ლელოს“ ინიციატივა

18:07, 07.04.2026

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციის მიმართულებით, საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისათვის საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის სტატუსი განისაზღვროს როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი. „ლელო – ძლიერი საქართველო“ მიმართავს ყველა ჩართულ მხარეს, ანაკლიის პორტს დაერქვას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელი და ის გახდეს „ტრამპის გზის“ კარიბჭე დასავლური სამყაროსთვის, რაც ქვეყანას მოუტანს უსაფრთხოებას, დასავლურ ინვესტიციებს და ეკონომიკურ აღმავლობას. „ლელოს“ განცხადებით, საქართველოში რეალური მშვიდობის დაცვისათვის საჭიროა, რომ ანაკლიის პორტის სტატუსი განისაზღვროს როგორც ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტი და გამოცხადდეს ნომერ პირველ ეროვნულ პრიორიტეტად.

მსგავსი