„ლელოს“ განცხადება

„ლელო საქართველოსთვის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს. აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი კუპრაძე, რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას პოზიტიურად აფასებს, მოლაპარაკების პროცესს აკრიტიკებს იმ კუთხით, რომ ერთხელაც არ გამხდარა მსჯელობის თემა აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სისტემა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას რვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ითხოვდა. კანონპროექტი აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, თუმცა, იგი აღარ განხილულა.

 

დატოვე კომენტარი