„ლელოს“ განცხადება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელების მიმართ გაგზავნილ წერილზე საუბრობს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო სურგულაძე.

მისი განცხადებით წერილით ცენტრი დაწესებულებებს ატყობინებდა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით შემოღებულია ახალი ელექტრონული მოდელი „სისტემის მომხმარებელი“. სისტემაში ყოველი შესვლისას სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები მიიღებენ სმს შეტყობინებას. მისივე თქმით, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებული არიან სისტემაზე 25 ოქტომბრიდან გადავიდნენ. ვატო სურგულაძის თქმით, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ინფორმაციის დაგვიანებასა და უზუსტობას. მისივე განცხადებით, მოდული საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იცვლება, რაც ქვეყანაში ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების მანიპულაციის მექანიზმი შეიძლება გახდეს.