„ლელოს“ განცხადება

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წალენჯიხას, ჩხოროწყუს, მარტვილის, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართულ ოცნებას“ ბრალდებას უყენებს. თამარ ბელქანიას თქმით, მისი პრეს-მდივნის მიმართ მმართველი გუნდის მხარდამჭერისგან შეურაცხყოფას და მუქარას ჰქონდა ადგილი. დიმა კვარაცხელია ბოდიშის მოხდას ითხოვს. ბრალდების ადრესატი გულბათ ქარდავა კომენტარს არ აკეთებს.