„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, ანაკლიაში პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მან ისაუბრა ეკონომიკის მინისტრის განცხადებაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამი იყო, რომ პორტი პირველ გემებს 2032 წელს მიიღებს. ირაკლი კუპრაძის თქმით, მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის თავზე, პორტიდან დასავლელი და ამერიკელი ინვესტორები გაძევებულია. „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივნის განცხადებით, ახალი, ეროვნული, კოალიციური ხელისუფლება, აუცილებლად ააშენებს ანაკლიის პორტს.