„ლელოს“ განცხადება
გურამიშვილის 5 ნომერში მდებარე შენობაში წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების” ოფისის გახსნას ადგილზე განცხადებით გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი. ნიკა ჩერქეზიშვილის მტკიცებით, შენობა ავარიულია, შესაბამისად, აქ ოფისის გახსნა შეუსაბამოა. ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის შეფასებით, აქ ოფისის გახსნა მმართველი პარტიის მხრიდან იმის დემონსტრირებაა, რომ ხელისუფლება გურამიშვილის მცხოვრებლებს მოქალაქეებად არ თვლის.