„ლელოს“ განცხადება

მმართველი გუნდის ანტიკრიზისულ გეგმას აკრიტიკებს „ლელო“.

გიგლა მიქაუტაძემ პანდემიის შედეგად დაზარალებულებისთვის გამოყოფილ ფულად კომპენსაციებზე, გაზრდილ საგარეო ვალსა და 2020 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. მან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები სიცრუეში დაადანაშაულა.