„ლელოს“ განცხადება

„ლელოს“  ბრალდება „ქართულ ოცნებას“. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თაზო დათუნაშვილმა, ჟურნალისტთა სახლის წინ განაცხადეს, რომ ისტორიული შენობის დემონტაჟის საჭიროება არ იყო და შენობა რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა. მათი თქმით, აღნიშნულ ადგილას ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები სასტუმროს აშენებას გეგმავენ. „ლელოს“ წევრები თბილისის მერს, კახა კალაძეს სთხოვენ შეაჩეროს მშენებლობის უფლება.