„ლელოს“ განცხადება

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, განცხადებას აკეთებს. ის არასწორი რეაბილიტაციის პროცესზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკვე გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობა ნულოვანია. მისი თქმით, ამ საკითხზე ერთი წელია მუშაობს.

როგორც ნაცვლიშვილი განმარტავს, თემასთან დაკავშირებით, მიმართა კულტურის მინისტრსა და პარლამენტის კულტურის კომიტეტს კითხვით, თუ რა კეთდება არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. ნაცვლიშვილი მოითხოვს, რომ მოხდეს გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ პრობლემებზე სათანადო რეაგირება. ის ხვალ გელათში ჩასვლას და სიტუაციის ადგილზე გაცნობას გეგმავს.