თბილისის ყველა საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარ კანდიდატებს წარადგენს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტია ამზადებს საკუთარ კანდიდატებს 30-ვე მაჟორიტარული ოლქისთვის, თუმცა არჩევნებში სახელისუფლებო პარტიის დამარცხებისთვის არ გამორიცხავს კონსულტაციებს სხვა პარტიებთან. განცხადება ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა რუსთავში გააკეთა, სადაც პარტიის რაიონული ოფისი გაიხსნა.