„ლელოს“ გადაწყვეტილება - ნინო ლომჯარიას გამოხმაურება

ოპოზიციას ერთიანობასა და საერთო სტრატეგიაზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, ამომრჩევლის მობილიზაციის გარეშე, ერთმანეთს გადაკიდებული ოპოზიციის არჩევნებზე გასვლა პრაგმატულობა კი არა, უპასუხისმგებლობაა.

„გახარიას და ლელოს თუ ამდენი საერთო ჰქონდათ პოლიტიკური ბრძოლის ხერხებზე, რატომ არ გაერთიანდნენ საპარლამენტო არჩევნების წინ?“ – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.