იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც „ლელოს“ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, ბექა ლილუაშვილი მიმართავს. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი სოციალურ ქსელში მათ კონკრეტული გეგმის წარდგენას სთხოვს, თუ როგორ აპირებენ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციონერები „ქართული ოცნების“ დამარცხებას. მისი თქმით, დღეს არის არა საქმიანი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული დისკუსია, არამედ რადიკალური იდეოლოგიით გაჯერებული თავდასხმა, ზიზღი და სიძულვილი იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელთაც აქვთ პრეტენზია, შეცვალონ „ქართული ოცნება“.
შეგახსენებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიებიდან, „გახარია საქართველოსთვის“ პირველი იყო, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.