„ლელოს“ ბრიფინგი

მოძრაობა „ლელოს“ წევრებმა, სასამართლოს ეზოში კიდევ ერთი ბრიფინგი გამართეს. მთავარი აქცენტი დასაქმებულების უფლებების დარღვევებზე გაკეთდა.

„ლელოს“ ინფორმაციით, 2011 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ობიექტებზე 400-ზე მეტი დასაქმებული გარდაიცვალა და 1100-ზე მეტი დაშავდა. უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად და პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯები არ იდგემება.