„ლელოს“ ბრიფინგი – პოლიტიკური შეფასებები
„ალდეს“ ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ ქსენოფობია და დაყოფა არის ის, რასაც ებრძვიან, ახლა აღმოჩნდა, არათუ ებრძვიან, მათი წევრი არის ქსენოფობიური კამპანიის ავტორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, „ალდეს“ მეორე შანსი აქვს, გაემიჯნონ ამ პარტიას, თუ არ გაემიჯნება, გვეცოდინება, რომ შემწყნარებელია ქსენოფობიის მიმართ ალიანსი, რომლის ლიდერები არიან – მარტა კოსი და კაია კალასი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამ განცხადებით გამოეხმაურა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის ბრიფინგს. ირაკლი კუპრაძემ არაბულ ინვესტიციებზე ისაუბრა და თქვა, რომ „ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის წინააღმდეგ“.