„ლელომ“ ახალი წევრები წარადგინა

პოლიტიკურმა ორგანიზაციამ „ლელო საქართველოსთვის“ 12 ქალი წევრი წარადგინა. პარტიის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლანა გალდავას განცხადებით, ყველა მათგანი „ლელოს“ ქალთა საბჭოს წევრია. მათ შორის არიან სოციალურად დაუცველები, მარტოხელა დედები, ასევე პროფესიულად რეალიზებული და მაღალ პოზიციებზე მყოფი ადამიანები, რომელთა საქმიანობის ძირითადი მიმართულება, პოლიტიკასა და საზოგადო ცხოვრებაში ქალთა როლის გაძლიერება იქნება.