ლელობურთის სამზადისი

გურიაში ტრადიციული ლელობურთისთვის ემზადებიან. შეჯიბრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ისტორიულ ცაცხვებთან ტარდება. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები ეჯიბრებიან. ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ. აღდგომის დღეს, შუხუთის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა, ერთ ფუთიან ლელობურთს ჰაერში აგდებს და დიდი შერკინებაც იწყება. წესების მიხედვით, გამარჯვებულია ის მხარე, რომელიც ღელეზე ბურთის გადატანას შეძლებს.

თეა აბსარიძის და გოგა გახარიას რეპორტაჟი. #მოამბერეგიონები