ლელობურთი შუხუთში

სოფელ შუხუთში დღეს სიმბოლურად „ლელობურთი“ შეიკერა. ტრადიციისამებრ, ის ადგილობრივებმა წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიიტანეს. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, მეორე წელია ლელობურთი ხალხმრავალი ღონისძიებით არ აღინიშნება. 2019 წელს ლელობურთს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთ-ფერდის’’ ბრძოლას უკავშირებენ. ისტორიული ბრძოლა, რომელიც „ნიგოითის ბრძოლის“ სახელითაა ცნობილი, რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1854 წელს გაიმართა. „ლელო“ სოფელ შუხუთში, გაზაფხულზე, აღდგომის დღესასწაულზე ყოველ წელს, ცაცხვების ქვეშ იმართება.

მოამბე