ლელობურთი შუხუთში
გურიაში ტრადიციული ლელობურთი ჩატარდა.
შეჯიბრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ისტორიულ ცაცხვებთან მოეწყო. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრენ. შეჯიბრის დაწყებამდე სოფელში სხვადასხვა კულტურულ-სპორტული აქტივობა და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე, გაიმართება ჯგუფ „ურსას“ კონცერტი.