ლელობურთი გურიაში

15:23, 20.04.2025

გურიაში ტრადიციული ლელობურთისთვის ემზადებიან.

შეჯიბრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში, ისტორიულ ცაცხვებთან ჩატარდება. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები ეჯიბრებიან. შეჯიბრის დაწყებამდე სოფელში სხვადასხვა კულტურულ-სპორტული აქტივობა და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ასევე, გაიმართება ჯგუფ „ურსას“ კონცერტი. ამ თამაშს გურულები 1854 წლის „შუხუთფერდის“ ისტორიულ ბრძოლას უკავშირებენ. აღდგომის დღეს, შუხუთის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა, ლელობურთს ჰაერში აგდებს და დიდი შერკინებაც იწყება. წესების მიხედვით, გამარჯვებულია ის მხარე, რომელიც ღელეზე ბურთის გადატანას შეძლებს.

მსგავსი