„ლელო საქართველოსთვის“ უერთდება კულტურის მოღვაწეების მოთხოვნას

„ლელო საქართველოსთვის“ უერთდება კულტურის მოღვაწეების მოთხოვნას, რომ კულტურის სამინისტრო დამოუკიდებელ უწყებად გამოიყოს.

პოლიტიკური გაერთიანება სისტემური რეფორმების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

მედეა მეტრეველის თქმით, პრობლემების გადაწყვეტას სამინისტრო ვერ ახერხებს და მას პრემიერ-მინისტრის ყურადღება სჭირდება.