„ლელო საქართველოსთვის“ სარჩელი

„ლელოს“ სარჩელის შესახებ, რომლის განხილვას დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს, პარტიის ლიდერებმა პრესკონფერენცია გამართეს. „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების დაწესების კონსტიტუციის დარღვევით მიღებაში ადანაშაულებს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სარჩელის განხილვა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როდესაც საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვების ამოქმედების შესახებ მთავრობის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივება იგეგმება.