„ლელო საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს

„ლელოს“ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა. მანამდე დეპუტატობის კანდიდატმა მიმართვა გააკეთა, სადაც ისაუბრა „ლელოს“ „მარშალის გეგმაზე“, ეკოლოგიურ მდგომარეობასა და რუსთავში სწორი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე.