„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, მედეა მეტრეველი ყიფშიძის ქუჩის პირველ ნომერში კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მისი თქმით, დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებაზე 2020 წლის 15 მაისს გაიცა ნებართვა, რაც უკანონოა დაშვებული კოეფიციენტის გამო. მისი მტკიცებით, ყიფშიძეზე მიმდინარე მშენებლობით 190 დაზარალებული ოჯახი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, თუმცა ქალაქის მდგრადი განვითარების საკითხების გაუთვალისწინებლობის გამო, დამატებით სხვა ოჯახები დაზარალდებიან. „ლელოს“ წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარისგან, გიორგი ტყემალაძისგან განმარტებას მოითხოვენ.