„ლელო საქართველოსთვის“ საჯარო სკოლებში სუს-ის კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა განცხადება ბათუმის ოფისში გააკეთა. მისი თქმით, განათლების მინისტრის 12 მარტის ბრძანებით, საჯარო სკოლებში ე.წ ოდეერის ინსტიტუტი ბრუნდება. საქმე ეხება რესურს ცენტრების უფლებამოსილების გაზრდას, რომლის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებს მიენიჭათ უფლება, მათ დაქვემდებარებულ სკოლებში დანიშნონ წარმომადგენელი – ოფიცერი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში პერსონალური მონაცემების დაცვას.