„ლელო-საქართველოსთვის“ განცხადება

ლელო-საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა IBP“ პრემიერ ღარიბაშვილს „ღია ბიუჯეტის კვლევის რეიტინგის“ მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს. როგორც დათუნაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, პრემიერის განცხადებები „ჩირქს ცხებს საქართველოს სახელმწიფოს, ინსტიტუციების სტაბილურობასა და იმიჯს საერთაშორისო პარტნიორების თვალში“. გარდა ამისა, პარტია „ლელოს“ წევრმა ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა Heritage Foundation -ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსზე. მისი თქმით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3 პუნქტით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობის“ შეფასებით, „ღია ბიუჯეტის კვლევა“ ზომავს გამჭვირვალობას, ზედამხედველობასა და საზოგადოების მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესებში. საქართველოს ქულა ნიშნავს, რომ მთავრობამ გამოაქვეყნა დროული და ამომწურავი ინფორმაცია მის მნიშვნელოვან საბიუჯეტო დოკუმენტებში. თუმცა, მათი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო საბიუჯეტო პროცესის მიღმა სრულად გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიურია საზოგადოებასთან. დამოუკიდებელმა შეფასებებმა მაღალი დონის კორუფციის მზარდი და შემაშფოთებელი ნიშნები გამოავლინა“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.