„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება

„ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. პარტიის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის არამიზნობრივად დახარჯვაზე საუბრობს. მისი თქმით, 2018 წელს, მას მერე, რაც ვარკეთილის მეტროსადგურის რეაბილიტაციისთვის ასობით ათასი ლარი დაიხარჯა, ჭერი ისევ ჩამოინგრა, რამაც ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ბიბილაშვილის განცხადებით, მხოლოდ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ნახევარმილიონიანი ტენდერი გამოცხადდა.