„ლელო საქართველოსთვის“ აქცია

„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების გადადებას მოითხოვს. ბუაძე განმარტავს, რომ აღნიშნული ყრილობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქარტიის წესებს.

მისივე თქმით, პანდემიის გამო, ოლიმპიადა გადაიდო და მოცემულ სიტუაციაში ყრილობის ჩატარების საჭიროება არ არსებობს. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყრილობა ამ წუთებში სასტუმრო „სტამბაში“ მიმდინარეობს.