„ლელო“ საპენსიო სააგენტოს დირექტორის გადადგომას ეხმაურება

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“,  საპენსიო სააგენტოს დირექტორის გადადგომას ეხმაურება.

გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი გადადგომა ეჭვებს აჩენს, რომ გადაწყვეტილების მიღება მას აიძულეს.

მიქაუტაძის თქმით, დავით სურგულაძე ისევე გაურკვევლად მიდის, როგორც იმართება საქართველოს მოქალაქეების ფული. საზოგადოებრივი  მოძრაობა „ლელო“ უახლოეს მომავალში, საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გაზრდის მიზნით, პარლამენტისთვის მიმართვას გეგმავს.