„ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

ოპოზიციის გეგმებს ბრძოლის გაგრძელებასთან დაკავშირებით, უერთდება პარტია „ლელოც“, თუმცა საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს. პოლიტიკური გაერთიანების წევრები ამბობენ, რომ საერთო ოპოზიციურ პროტესტს არ გამოეთიშებიან და ბრძოლაში საპარლამენტო მუშაობის პარალელურად ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტია ბოიკოტის რეჟიმში იყო და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა.

დატოვე კომენტარი