„ლელო“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს

სადავო ხდება „ლელოს“ ინიციატივა.

ფრაქცია ბოლო დღეებში გამწვავებული სოციალური პრობლემების შესახებ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ითხოვს. ინიციატორების აზრით, სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხი უნდა იყოს – ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში შესახლებული დევნილების მძიმე საცხოვრებელი პირობები და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვა. „ლელო“ სხდომის მოსაწვევად „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების გავლას აპირებს, თუმცა მმართველი გუნდის ლიდერთა დღევანდელ კომენტარებს თუ გავითვალისწინებთ, მოთხოვნა დიდი ალბათობით არ დაკმაყოფილდება. მმართველი პარტია ოპონენტებს სწორედ სოციალურ საკითხებზე გამართულ იმ საპარლამენტო სხდომებს და მინისტრების მოსმენებს ახსენებს, რომლებმაც ოპოზიციის ნაწილის გარეშე ჩაიარა.

„ლელოს“ ინიციატივას არაერთგვაროვნად გამოეხმაურნენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც.