„ლელო – ძლიერი საქართველოს“ მერობისა და ვიცე-მერობის კანდიდატები – ირაკლი კუპრაძე და ალეკო ელისაშვილი კიკვიძის პარკთან მოქალაქეებს შეხვდნენ. მათ თბილისის მერიაში კორუფციულ გარიგებებზე ისაუბრეს. მათივე განცხადებით, მოსახლეობას ტერიტორიები უკანონოდ ჩამოართვეს, რის შემდეგაც ამ ტერიტორიაზე 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენეს.