პარტია „ლელო – ძლიერი საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრა თბილისში, პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, პარტიის წარმომადგენლებმა, მიუსაფარი ცხოველების მდგომარეობაზე, სირთულეებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, რომელშიც ცხოველთა მოყვარულები აქტიურად არიან ჩართულნი. ყურადღება გამახვილდა, ამ კუთხით არსებულ ფინანსურ საჭიროებებზე, არსებულ სირთულეებსა და სახელმწიფოს ჩართულობის აუცილებლობაზე.