„ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადება

„ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გრიგოლ გეგელიას თქმით, ანაკლიის პორტი რეგიონს ახალ სამუშაო ადგილებს მოუტანდა და რეგიონის წამყვან ძალად აქცევდა. გეგელიას თქმით, ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს იმისთვის, რომ პორტი აშენდეს და ქვეყანამ მიიღოს სარგებელი.