„ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადება – შეფასებები
„ძლიერი საქართველო – ლელო“ – პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ლელო“ პოზიციონირებას გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, რადგან სისტემური ერთობის ფორმატის არაერთი შეთავაზებისა, დემოკრატიული ძალების მიმართ, ეს ერთობა არ შედგა, რის შედეგად სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიმართ დაზიანდა საზოგადოების ნდობა. გიორგი გახარიას გუნდის წევრებს „ლელოს“ ეს პოზიცია არ გაჰკვირვებიათ და მათთან სასაუბროდ მზად არიან. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალად აღიქვამენ და მათ პოლიტიკურ გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ.