„ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადება
„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფსევდოოპოზიციურ ფრაქციებს ქმნის, რის ხარჯზეც, მათივე თქმით, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება და ამ ფულს რეალურად მისივე პარტიის წევრებზე ანაწილებს.
ლევან სამუშია საკრებულოებში შექმნილ ფსევდოოპოზიციურ ფრაქციებს „ხალხის ძალასა“ და „ევროპელ სოციალისტებს“ უწოდებს. მისივე თქმით, საკრებულოებში ფრაქციების შექმნა კანონიერია, თუმცა, ეს მორალურად არასწორია. „ლელო-ძლიერი საქართველოს“ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობა ბრალდებებს უწოდებს და ამბობენ, რომ ყველა პროცედურა კანონმდებლობის შესაბამისია.