„ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადება

„ლელო – ძლიერი საქართველო“ „ქართულ ოცნებას“ პასუხობს და აცხადებს, რომ „საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაში ეჭვმიტანილი „ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე, უკვე რამდენიმე დღეა, კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წინააღმდეგ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს პოლიტიკური გუნდიდან ალეკო ელისაშვილის გარიცხვის თაობაზე. „ლელო – ძლიერი საქართველოს“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ ალეკო ელისაშვილის ქმედებასთან დაკავშირებით, „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ოფიციალური განცხადება გაკეთებული აქვს და შალვა პაპუაშვილს შეუძლია, იხელმძღვანელოს ამ პოზიციით. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ალდეს“, „ძლიერ საქართველოს“ და „მოქალაქეებს“ ორშაბათამდე აქვთ დრო, გაემიჯნონ ალეკო ელისაშვილის ქმედებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გახდებიან ტერორისტის მფარველები“.